15 დეკემბერს, სასტუმროში „სტამბა“, სტარტაპ ბიუროს მიერ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი გაიმართება.
ღონისძიების მონაწილეებს ახალი კავშირების, ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერებისგან პრაქტიკული რჩევების მიღებისა და პანელურ დისკუსიებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.
ღონისძიებაზე, ასევე, შეგეძლებათ დაათვალიეროთ უახლესი ქართული აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების გამოფენა და გაეცნოთ ადგილობრივ სტარტაპებს.
ფორუმი 200-მდე მონაწილეს გააერთიანებს, მათ შორის, ფერმერებს, მწარმოებლებს, ტექნოლოგიურ მეწარმეებს, სტარტაპებს, ინვესტორებს, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ფორუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, სინქრონული თარგმანით.
ფორუმზე დასწრება უფასოა, თუმცა დასწრება შეეძლებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს.
თუ ფორუმზე ფიზიკურად დასწრებას ვერ მოახერხებთ, მისთვის თვალი დევნება შეგეძლებათ სტარტაპ ბიუროს ფეისბუკის გვერდზე.
ფორუმი Techstars-ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებში იმართება. სტარტაპ კვირეული, რომელიც საქართველოში უკვე მესამედ ტარდება, წელს 11 დეკემბერს დაიწყება. ის კონფერენციებს, ვორკშოფებს, სტარტაპ ექსპოს, შეხვედრებსა და სხვა მრავალ ღონისძიებას მოიცავს.