LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი CNN-ის საშობაოდ სამოგზაურო ქალაქების სიაში მოხვდა

155
სიენენი

ევროპის საშობაოდ მორთული ჯადოსნური ქალაქები“ – CNN-მა ასეთი სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში 12 ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს.

ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა.

სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი CNN-ის სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს:

„ვისაც შობა გიყვართ, საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ. აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად 7 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაულებს შორის მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია – ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან, მთელ ქალაქში ცა ფოიერვერკითაა განათებული. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, აქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g