მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში „იუმორინა 2024“-ზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.
თიკამ მომღერალ გია ბაღაშვილთან ერთად, ბუთხუზ ბასილაიას ულამაზესი სიმღერა „მერე“ შეასრულა და განსაკუთრებული ოვაციებიც დაიმსახურა.
„იუმორინა 2024 ბუთხუზ ბასილაიას ულამაზესი სიმღერა „მერე“ დუეტი გია ბაღაშვილთან“, – წერს თიკა ფაცაცია.
ვიდეოს, რომელსაც თიკა Facebook-ზე გვიზიარებს ათასობით ნახვა, ასობით მოწონება და გულთბილი კომენტარები ახლავს.
„როგორი კმაყოფილი წამოვედი კონცერტიდან, ვერ აგიწერთ. ნამდვილი ნიჭის ზეიმი იყო. თიკა, თქვენს ტალანტს კი მართლაც არ აქვს საზღვარი, რაშიც დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ხელები მეწვის ტაშისგან გახურებული ? მადლობა თქვენ ამისთვის ❤❤❤“, „ჩვენი სასახელო და საამაყო თიკა, ნამდვილი ქართველი მანდილოსანი“, „შეუდარებელი ხარ თიკა?“, „უმშვენიერესი თიკა!“ – წერენ სოციალურ ქსელში.
დუეტი გია ბაღაშვილთან, ალექსანდრე ბასილაიას “მერე” იუმორინა 2024Posted by Tika Patsatsia on Friday, December 8, 2023