ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „იუმორინა 2024“- ის პირველი კონცერტი გაიმართა.
კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
კონცერტის კადრებს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ავრცელებს, რომელმაც დაწერა, რომ „იუმორინას 17 წლის მერე დაუბრუნდა“.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ანდრია გველესიანისა და თიკა ფაცაციას ცეცხლოვანი „პასადობლე“, რომელმაც მაყურებლის ოვაციები დაიმსახურა.