გერმანელმა მძღოლმა Telsa Model S-ით მილიონი კილომეტრი გაიარა. ჰანსიორგ ჰემინგენ-ჰორნბერგი იმითაა ცნობილი, რომ 2019 წელს გახდა „ტესლას“ პირველი მეპატრონე, რომელმაც მილიონი კილომეტრი დაფარა. 4 წლის შემდეგ მამაკაცმა ახალი რეკორდი დაამყარა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელექტრომობილის მეპატრონე ძრავებს რეგულარულად ცვლიდა, ამასთან მანქანას ერთი დამუხტვით 400 კილომეტრის გავლა დღემდე უპრობლემოდ შეუძლია.
Tesla Model S – 30 ათას კილომეტრიანი გარბენით, გერმანელმა თითქმის 10 წლის წინ შეიძინა. ყოველ წელს მამაკაცი ელექტროქარით დაახლოებით 200 ათას კილომეტრს გადიოდა. ამასთან, მძღოლი ტაქსისტი არ არის და მანქანას მხოლოდ თავისი მოთხოვნილებებისთვის იყენებს. გერმანელი ელექტრომობილით ხშირად მოგზაურობს კიდეც და ამ წლების განმავლობაში აფრიკის და ჩინეთის მოვლა მოასწრო.