ონლაინ მედია „The InspireMore“ ამერიკული The Voice-ის ნახევარფინალში ნინი ბრეგვაძის გამოსვლას სტატიას უძღვნის. მიუხედავად იმისა, რომ ნინიმ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და ფინალს გამოეთიშა, გამოცემა წერს, რომ მის მიერ შესრულებული ჯეიმს ბონდის ფილმის საუნდტრეკი, ფენომენალური იყო.
ბილი აილიშმა სიმღერა „No Time to Die“ ძმასთან ერთად, სპეციალურად „ჯეიმს ბონდისთვის“ დაწერა, თუმცა როგორც გამოცემა წერს, ნინიმ პირველი ნოტიდანვე, სიმღერა სულ სხვა ვერსიად აქცია და ისე შეასრულა, თითქოს მისი საკუთარი სიმღერა ყოფილიყო.
სტატიის მიმომხილველი კესი ბიორკი წერს, რომ ნინის შესრულებას განსაკუთრებით მოუხდა დრამატული ანტურაჟი სცენაზე და ვიოლინო, რომელიც ამ ფანტასტიკურ ნომერს აფორმებდა:
„ნინის ეს შესრულება იმსახურებს გრემის“ – წერს ავტორი.