მომღერალი ნინი ბრეგვაძე The Voice-ს ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა – მომღერალი კონკურსს გამოეთიშა.
პროექტში, ხმების გაგებამდე ნინი ბრეგვაძეს და მისი მწვრთნელს შორის ემოციური დიალოგი შედგა:
„ნაილი არის ერთ-ერთი მშვენიერი და ჯენტლმენი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.
მინდა მადლობა გითხრა, ძალიან ბევრი ვისწავლე შენთან მუშაობით და ძალიან ვიმხიარულე ამ კონკურსით,“ – ამბობს ნინი.
„მე არ ვფიქრობ რომ შენ ეს კონკურსი უნდა დატოვო, ვფიქრობ შენ ხარ ყველაზე იშვიათი ადამიანი, რომელიც ამ შოუში ვნახეთ.. მე ვამაყობ, რომ შენი მწვრთნელი ვიყავი, რაც არ უნდა მოხდეს დღეს, ვიცი რომ შენ უამრავ ჩანაწერს გაყიდი,“ – მიმართავს ნაილ ჰორანი ნინის.