მომღერალი ნინი ბრეგვაძე The Voice-ს ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა – მომღერალი კონკურსს გამოეთიშა.
მასშტაბური მუსიკალური პროექტის ფინალისტების ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თავის მსმენელს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის:
„მადლობა The Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის! მადლობა ნაილ ჰორანს საუკეთესო მწვრთნელობისა და მეგობრობისთვის! მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება!“, – წერს ნინი ბრეგვაძე.
ნინიმ სიმღერა „Mad World ბრწყინვალედ შეასრულა, ემოციური იყო მისი მწვრთნელის, ნაილ ჰორანის სიტყვაც, რომლითაც მან ნინის მიმართა.
ნინი ბრეგვაძის გზა The Voice-ს ფინალამდე – ნახეთ მომღერლის ბრწყინვალე პერფორმანსები:
ამერიკელ მსმენელი დარწმუნებულია, რომ ნინი ბრეგვაძე The Voice-ის ფინალურ სამუელში იქნება
ვიდეო: „შენ საუკეთესო ტალანტი ხარ ამ კონკურსში..“ – როგორ შეაფასა ჟიურიმ ნინი ბრეგვაძის გამოსვლა