ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე მუსიკალური კონკურსის The Voice ნახევარფინალში გადავიდა. ამერიკულ შოუში შემსრულებელი ფსევდონიმით Nini Iris მონაწილეობს.
ქართველი მომღერლის წარმატებას ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მარინე ძაგნიძე ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ ნინი ნახევარფინალში ამერიკამ და ამერიკელებმა გადაიყვანა.
„ამერიკაში ემიგრირებული ქართველების ხმები იყო ზღვაში წვეთი. ნინიმ შეძლო ის, რაც აქამდე ვერ შეძლო სხვა ქართველმა კონკურსანტებმა: მან აანთო ამერიკა მისი თავმდაბლობით, ნიჭიერებით და უბადლო ტალანტით. მან ჩანერგა ნაპერწკალი ამერიკელების გულში, რომელიც გაღვივდა, აენთო და აგიზგიზდა.
ვიდეო: „შენ საუკეთესო ტალანტი ხარ ამ კონკურსში..“ – როგორ შეაფასა ჟიურიმ ნინი ბრეგვაძის გამოსვლა
ნინი ნახევარფინალში გადაიყვანა ამერიკამ და ამერიკელებმა. აქვს დიდი შანსი გაიმარჯვოს. ვულოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას. ღმერთმა დალოცოს ამერიკა.
ეს არის დიახაც ოცნებების ახდენის ქვეყანა. დარჩით ადამიანებად“, – წერს მარინე ძაგნიძე.
ვიდეო: ნინი ბრეგვაძე One Direction-ის სოლისტს ეხუტება, რომელიც საკუთარ მწვრთნელად დაასახელა