LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ! შევხვდებით შემდეგ კვირას“ – ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

1364
BeFunky-collage

ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამერიკული ოცნება რეალურია და მე ამით ვცხოვრობ!

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე დიდი მადლობა საუკეთესო მწვრთნელს ნაილ ჰორანს, რადგან მე აქ არ ვიქნებოდი, მას რომ არ სჯეროდეს ჩემი! ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ!

ძალიან მიყვარხართ ყველა! შევხვდებით შემდეგ კვირას“ – წერს ნინი ბრეგვაძე.

ცნობისთვის, ნინიმ ლაივ შოუზე The Cure-ის ცნობილი ჰიტი – Love song ბრწყინვალედ შეასრულა. ნინის მომდევნო ტურში გადასვლა საჭირო ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. როგორც ჩანს, ნინიმ სათანადო მხარდაჭერა მოიპოვა.

ვიდეო: „შენ საუკეთესო ტალანტი ხარ ამ კონკურსში..“ – როგორ შეაფასა ჟიურიმ ნინი ბრეგვაძის გამოსვლა 

ვიდეო: „ის საუკეთესოა“, „უბრალოდ საოცარია“ – ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ მორიგ ტურში ბრწყინვალედ წარდგა

ნინი შერმადინი: „ნინი შენ აუცილებლად გაიმარჯვებ! შენ დაწერე ისტორია და მე ამისთვის პირადად დიდ მადლობას გიხდი! მადლობა, რომ ჩვენი ქვეყნის კაშკაშა სახე ხარ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები