LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძნელია, გადაუსწრო რობერტ სმიტს, მაგრამ ნინიმ ეს შეძლო“ – „ბილბორდი“ ნინი ბრეგვაძის შესრულებას საუკეთესოს უწოდებს

6661
ნინი ბრეგვაძე

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუსიკალური გამოცემა „ბილბორდი“ ნინი ბრეგვაძის The Voice-ში გამოსვლას ფენომენალურს უწოდებს: „ძნელია აჯობო რობერტ სმიტს, მაგრამ ნინიმ ეს შეძლო. ნაილ ჰორანის გუნდის წევრმა, გააკეთა ყველაფერი, რათა ლეგენდარული The Cure-ის 1989 წლის ჰიტი Love song ყველა ვიბრაციით შეგვეგრძნო“,- წერია „ბილბორდის“ გამოცემის გვერდებზე და ნინის ეს შესრულება Cure-ის ლეგენდარული ვოკალისტის, რობერტს სმიტის შესრულებასთან არის შედარებული.

ვიდეო: „მან ეს შეძლო“, „რა მაგარია“ – ნახეთ ნინი ბრეგვაძისა და ნაილ ჰორანის გულწრფელი ემოციები, მას შემდეგ რაც, ნინის ნახევარფინალში გადასვლის ამბავი გაიგეს

გამოცემა წერს, რომ 27 წლის თბილისელი ნინი ქართული The Voice-ის მონაწილეც იყო და 2016 წლიდან საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს დრამატულ ხასიათზე, რომელიც სიმღერას ნინიმ მისცა და წერს, რომ მუსიკოსმა ადელის სტილში გადაწყვიტა  ცნობილი ჰიტის მისებური ვერსია. „ბილბორდის“ მიმომხილველი ყურადღებას ამახვილებს ნაილ ჰორანის ემოციებზე, რომელიც სიმღერას თვალდახუჭული უსმენდა.

შეგახსენებთ, რომ ნინი ბრეგვაძე  The Voice-ის ფინალისტთა საუკეთესო 9 მონაწილეს შორისაა.

„ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ! შევხვდებით შემდეგ კვირას“ – ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

ვიდეო: „შენ საუკეთესო ტალანტი ხარ ამ კონკურსში..“ – როგორ შეაფასა ჟიურიმ ნინი ბრეგვაძის გამოსვლა 

ვიდეო: „ის საუკეთესოა“, „უბრალოდ საოცარია“ – ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ მორიგ ტურში ბრწყინვალედ წარდგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g