LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელ მსმენელი დარწმუნებულია, რომ ნინი ბრეგვაძე The Voice-ის ფინალურ სამუელში იქნება

428
Untitled design (3)

ამერიკელი მსმენელი დარწმუნებულია, რომ ცნობილი მუსიკალური შოუს The Voice-ის ფინალში ქართველ მუსიკოსს, ნინი ბრეგვაძეს ვიხილავთ. ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ნინისთან ერთად The Voice-ის ფანები სამეულში, რუბი ლეისა და ჰანტლის მოიაზრებენ.

მეტიც ფანების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ლიდერები ჰანტლი და ნინი არიან, რადგან მათთან შედარებით, ლის შანსები დაბალია. საინტერესოა, რომ ჰანტლიცა და ნინიც, ნაილ ჰორანის გუნდის წევრები არიან.

აქვე ამერიკელი მაყურებელი მიიჩნევს, რომ ყველაზე ემოციურ გამოსვლებს შორის, უდავოდ არის ნინის პირველი საკონკურსო სიმღერა I See Red და ასევე, Lovesong, რომელიც ჯგუფ The Cure-ის რეპერტუარიდან შეირჩა.

ამერიკელი მსმენელი ნინის, მრავლისმომცველ, პერსპექტიულ ახალგაზრდა მუსიკოსად აფასებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები