LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად, ექიმებმა მაქსიმუმი შეძლეს, უკვე პროგნოზი საიმედოა“ – გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი პატარა ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს

762
Untitled design (16)

გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი მცირეწლოვნის, 2 წლის ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს, სრულად, სახელმწიფო დაფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.

„სამწუხარო ამბავი მოხდა ოზურგეთში, 2 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. ვიცი, რომ ყველანი ნერვიულობთ და განიცდით მომხდარს. ჩვენ ჩართული ვართ და ოჯახთან, ექიმებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად. ექიმებმა კი მაქსიმუმი შეძლეს და როგორც ვიცით, უკვე პროგნოზი საიმედოა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მხარდაჭერისთვის და სწრაფი რეაგირებისთვის. სახელმწიფო ოპერაციას სრულად დააფინანსებს!

კარგია, რომ პარლამენტმა უკვე მოახდინა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც უფრო ეფექტურად დაარეგულირებს ძაღლების მოვლა-პატრონობას და უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას დააწესებს ძაღლების მიტოვებაზე. კანონი უნდა იყოს მკაცრი იმ პირების მიმართ, რომლებიც უკონტროლოდ ამრავლებენ ძაღლებს კომერციის მიზნით, ან თავის მეგობარ ცხოველებს ყრიან ქუჩებში და ტყეებში!

წმინდა ბარბარე გვფარავდეს!”, – წერს ავთანდილ თალაკვაძე ფეისბუქში.

ცნობისთვცის, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მიუსაფარმა ძაღლმა ჯერ ლაზარეს უფროსი ძმა, 5 წლის ბავშვი, შემდეგ კი ლაზარე დაკბინა.

„თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია“ – პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, სასწრაფო დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g