LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნივერსიტეტზე თავდასხმამდე, პრა­ღის მახ­ლობ­ლად, კლა­ნო­ვიც­კის ტყე­ში, 32 წლის ­კა­ცი და მისი ორი თვის ქა­ლიშ­ვი­ლი მოკ­ლეს“ – ეჭვმიტანილი 15 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის მოკლული თავდამსხმელია

451
ტერაქტი პრაჰაში

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც პრა­ღა­ში, კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 15 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, გა­სულ კვი­რას ტყე­ში ორი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

მე­დი­ის ცნო­ბით, პრა­ღის მახ­ლობ­ლად, კლა­ნო­ვიც­კის ტყე­ში, 32 წლის მა­მა­კა­ცი და მისი ორი თვის ქა­ლიშ­ვი­ლი მოკ­ლეს.

„გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო“ – სალომე ზურაბიშვილი პრაღაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

პრაღაში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ასევე გავრცელდა შეიარაღებული მამაკაცის ფოტო, რომელიც შენობის სახურავზე იმყოფებოდა.

ჩეხი სამართალდამცველების ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 წლის დევიდ კოზაკი კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო, წარჩინებულად მიიჩნეოდა და კრიმინალური წარსული არ ჰქონია.

ამავე ცნობებით, 24 წლის სტუდენტი ია­რაღს კა­ნო­ნი­ე­რად ფლობ­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე თავ­დას­ხმის დღეს კი, სა­კუ­თა­რი მა­მა მოკ­ლა.

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს“ – ილია დარჩიაშვილი 

პრა­ღის პო­ლი­ცი­ის ხელმძღვანელის, მარ­ტინ ვონ­დრა­სეკის განცხადებით, თავ­დამ­სხმე­ლი მძი­მედ იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ფლობ­და უამ­რავ საბ­რძო­ლო მა­სა­ლას.

„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ“ – კახა კალაძე

24 წლის თავდამსხმელი სტუდენტის, დევიდ კოზაკის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უკვე და­დას­ტურ­და. ამ დროისთვის ვარაუდობენ, რომ მან თავი მო­იკ­ლა, თუმცა როგორც მედია წერს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუსტ მი­ზეზს შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

ცნო­ბის­თვის, გუშინ, პრაღის ცენტრში იან პალახის მოედანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 15 ადამიანი მოკლა.

„ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ“ – ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიაზე

ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლისას ათობით მოქალაქე დაიჭრა. როგორც მედია იუწყება, შემ­თხვე­ვა ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი თავდასხმაა, რომელსაც ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g