LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშიშ მწვერვალზე შერჩენილი მთამსვლელი ტურისტებმა გადაარჩინეს

39

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მწვერვალზე შერჩენილი მთამსვლელი ტურისტებმა გადაარჩინეს. პოლონელი ალპინისტები ჰიმალაის დალაშქვრას ცდილობდნენ, როდესაც მათ უკან დაბრუნება და 200 კმ-ს გავლა მოუხდათ, რათა დაკარგული ტურისტი გადაერჩინათ. პოლონელმა ტომეკ მარცინკევიჩმა და ფრანგმა ელიზაბეტ რევოლმა 7200 მეტრის სიმაღლის ნანგა-პარბატის მწვერვალის დაპყრობა გადაწყვიტეს, თუმცა ტომეკს სიმაღლის დაავადება დაეწყო. მამაკაცი ვერაფერს ხედავდა და წნევამაც ძალიან შეაწუხა. ფრანგიც დახმარების მოსაყვანად წავიდა, თუმცა გზა აერია და კინაღამ გაიყინა. საბედნიეროდ, მან SOS სიგნალის გაგზავნა მოასწრო, რაც იქვე მყოფმა სხვა ტურისტებმა ნახეს და ელიზაბეტი გადაარჩინეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები