LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ში MAP-ით შევალთ თუ MAP-ის გარეშე, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს – დოლიძე

138
vika

ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრიანება, საქართველოს უკვე აქვს ყველა არსებითი ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

ელჩი დასძენს, რომ ამაში ღრმად დარწმუნებულია და ნატოში MAP-ი, თუ MAP-ის გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.

„მოგეხსენებათ, ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრიანება, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით მოხდება, როგორ მოხდება, ეს იქნება MAP-ი, თუ MAP-ის გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.

რაც შეეხება ვაშინგტონის სამიტს, მომავალი წელი გვაქვს ძალიან ამბიციური, რეალისტური და საქართველოსთვის კანდიდატობის მიცემა გზას უხსნის როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელსა და თბილისში შედგება უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები და არა მხოლოდ პრაქტიკულად, შინაარსობრივად იქნება გამართული ჩვენი თანამშრომლობის მექანიზმები, წინ გადადგმული ნაბიჯები გვექნება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მხრივ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g