LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თაკო ტაბატაძე: დედობა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ტიტულია…“ – როგორ ხვდება თაკო ტაბატაძე 4 ქალიშვილთან ერთად ახალ წელს

399
თაკო ტაბატაძე

„დღის პოსტი“ დაინტერესდა, როგორ ატარებს მსახიობი თაკო ტაბატაძე საახალწლო დღეებს თავის 4 ქალიშვილთან ერთად.

„ახალ წელს ტრადიციულად ვხვდებით სახლში, ოჯახურ გარემოში და კიდევ ერთი ტრადიცია გვაქვს, მივდივართ ჩემს მშობლებთან, ანუ ბებიასთან და ბაბუასთან. ყველა რომ მოვიცლით, იმ დროს ვაწყობთ ერთად ნაძვის ხეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა გოგონებმა იხალისონ ამ პროცესით და მიიღონ სიამოვნება. ეს ნაძვის ხე მათი აწყობილია. კერძების მომზადება ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, სადღესასწაულოდ. რაც მთავარია, მიხარია, რომ მოსწონთ. ცხადია, ზოგადად, დედის მომზადებული ძალიან გემრიელია, მაგრამ მაქებენ და თვითონაც მეხმარებიან ხოლმე.

დედობა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ტიტულია. ჩემთვის ეს არის ყოველდღიური მოცემულობა. ვისაც რა შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მომეცა დიდი შანსები ცხოვრებაში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g