სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა. არტისტმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ალბომი დარჩა გამოსაშვები.
„ვფიქრობ, ერთი ალბომიღაა დარჩენილი. ასაკის მატებასთან ერთად ვხვდები, რომ ისეთი რამის პოვნა მსურს, რასაც დარჩენილი ცხოვრება გავაკეთებ“, – აცხადებს ვარსკვლავი.
ცნობისთვის, გომესმა ბოლო ალბომი Rare 2020 წელს გამოუშვა. 2021 წელს მან ესპანურენოვანო EP, სახელწოდებით Revalación გაავრცელა.