LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო ბევერლი ჰილსზე დამსვენებელს ოთახსა და Aston Martin-ს სთავაზობს

62

ამერიკული სასტუმრო Waldorf Astoria Beverly Hills თავის სტუმრებს სუპერ ლუქსის ნომრის დაჯავშნას და ამავდროულად Aston Martin-ით უფასოდ სარგებლობას სთავაზობს. შეთავაზება მარტის ბოლომდე იქნება ძალაში. ერთი ღამის ღირებულება სასტუმროში  3 400 დოლარია.

სასტუმროს სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება Aston Martin DB11 და Vanquish S. ასევე, მათთვის გათვალისწინებულია უფასო პარკინგი ლოს ანჯელესის ცენტრში მდებარე უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ Westfield Century City-ში. სასტუმროს ჰოლში მდებარეობს Aston Martin-ის საფირმო მაღაზია, სადაც სხვადასხვა აქსესუარები იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები