LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“

185
ing

6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატზე, იოსებ სტალინიც არის გამოსახული, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმიანება.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მსგავსი ინფორმაციის გასავრცელებლად „შობის დღე სპეციალურად არის შერჩეული და ასეთი მცდელობები სხვა დღესასწაულებზეც იქნება“.

„მთავარი რამ, რასაც ამ სიუჟეტიდან ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა.

ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმინდა გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის. ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოების სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს.

ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც..

შობაზე თუ ამას იკადრებდნენ, ძნელი წარმოსადგენი იყო, თუმცა იკადრეს და მათი მაყურებელი, ამაღლებული საიდუმლოს გააზრების ნაცვლად ორი დღეა სტალინზე ფიქრობს. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს. რეალურად მსმენელს დასცინიან.

ისტორია შობის შესახებ მეორდება, ხალხი ამაოებაში ჩაფლული, მათი მხსნელის ამ ქვეყნად მოსვლას ვერც იგებს, ეს ოცი საუკუნის წინ. და დღეს ისევ იგივე, ამ ტელევიზიების მაყურებელი დარჩა შობის სიხარულის გარეშე, სიყვარულის ნაცვლად განკითხვაში და სიხარულის ნაცვლად, ლანძღვაში“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯაღმაიძემ განცხადება სოციალურ ქსელშიც გაავრცელა:

„ბეთლემში ქრისტეს შობისას, თითქმის მთელი სამყარო, მათ შორის ხალხი ვინც მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იცოდა და მოლოდინი ჰქონდა, ამაო საქმიანობით და საფიქრალით იყო გართული. ვერავინ შენიშნა, რომ ქრიტე მაცხოვარი, კაცობრიობის მხსნელი იშვა, ვერავინ გაიხარა ამით გარდა მწყემსებისა. – რატომ არ ელოდა ხალხი მის მხსნელს? – არ ეცალათ- რატომ არ ეცალათ?- ალბათ ჟურნალისტები დარბოდნენ და ტირანი ჰეროდეს შესახებ ელაპარაკებოდნენ ხალხს, ქრისტეს შობის ხარების ნაცვლად. რა საბრალონი იყვნენ, იმის ნაცვლად, რომ ამ დიდ საიდუმლოზე ეფიქრათ იმ დღეს, ჰეროდეზე ფიქრობდნენ და მათ გულში ქრისტეს ნაცვლად ჰეროდე პოულობდა ადგილს.

მე კი გილოცავთ გულით ქრისტეს შობას, თქვენს გულებში იპოვოს სამყოფელი ახალშობილმა, ყრმა იესომ”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

 

ბეთლემში ქრისტეს შობისას, თითქმის მთელი სამყარო, მათ შორის ხალხი ვინც მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იცოდა და…

Posted by Andria Jagmaidze on კვირა, 07 იანვარი, 2024

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g