LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვიტევ მისდამი მადლიერებას, ვერ ვინახავ მისდამი სიყვარულს! ასეთი ადამიანები ალბათ ძალიან ცოტანი არიან“ – ფოტოგრაფი გიორგი ცაავა ნინი შერმადინს საჯაროდ უხდის მადლობას

313
ფორტუნა (26)

ფოტოგრაფი გიორგი ცაავა ნინი შერმადინს საჯაროდ უხდის მადლობას.

გიორგი წერს, რომ ნინიმ უზარმაზარი სიყვარული და მეგობრობა იცის.

„ვერ დაველოდები ხვალინდელ დღეს. ამ გოგომ უზარმაზარი სიყვარული, მეგობრობა და გვერდით დგომა იცის! ყველაფერზე მაღლა დგას მისი დამოკიდებულება მეგობრებისა და თავისი ქვეყნის მიმართ! ჯერ კიდევ ამერიკიდან დამპირდა, რომ ის აუცილებლად ჩამოვიდოდა ბაღდათში და ჩვენთვის კონცერტს გამართავდა.

ვერ ვიტევ მისდამი მადლიერებას, ვერ ვინახავ მისდამი სიყვარულს! ასეთი ადამიანები ალბათ ძალიან ცოტანი არიან და უნდა გავუფრთხილდეთ! უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ გიცნობ, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობარი ხარ   ნინი შერმადინ, მიყვარხარ“. – წერს გიორგი ცაავა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g