LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ოჯახსა და ხვიჩაზე ერთი ამბავია.. ეს ხვიჩას არც აინტერესებს, მაგრამ ბავშვია მაინც და მეშინია ვერ გადაიტანოს..“ – რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელიას მამა

1194
BeFunky-collage (1)

ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია გადაცემას „საქართველოს დაბადება“ სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა თემებთან ერთად, ისაუბრა იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ ფეხბურთელად აღზრდაში.

ამასთან, აღნიშნა, რომ მის ოჯახთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან არასამართლიანი განცხადებები ისმის.

„როდესაც დავინახე, რომ ბავშვს ფეხბურთის თამაში უნდოდა, არაფერში ჩავრეულვარ, უბრალოდ მივეცი საშუალება და გზა, ეთამაშა.

თავისუფლება მივეცი და მხოლოდ დადებითზე ვუმახვილებდი ყურადღებას. ყოველთვის ვაძლევდი საშუალებას, თვითონ ემოქმედა და თავად მიეღო სწორი გადაწყვეტილება. ბავშვს თუ არ უნდა ფეხბურთის თამაში, მშობელმა რაც არ უნდა მოინდომოს, შანსი არ აქვს.. ასე რომ, ვიღაცამ რომ თქვას, რომ ჩემი დამსახურებაა, არასწორია, რადგან დღეს რომ ხვიჩა ფეხბურთს თამაშობს, ეს თავად მისი დამსახურებაა.

ჩემი პატარა წვლილი, რაც შევიტანე, ის არის რომ სწორ გზაზე ვაყენებდი, თვითონ ხვიჩას უნდოდა ფეხბურთის თამაში, ამიტომაა დღეს ჩემს ოჯახსა და ხვიჩაზე ერთი ამბავი.. გვაგინებენ.. სულ აბულინგებენ [ხვიჩას], პატრიარქს არ უნდა შეხვდეთ, თურმე რომელიმე პოლიტიკური [პარტიის] წევრი უნდა ვიყოთ.. ეს ხვიჩას არც აინტერესებს, მაგრამ ისიც ბავშვია მაინც და რომ ვერ გადაიტანოს ამის მეშინია..

ასეთებზე დრო არ დავკარგოთ.. მე ის მიხარია, რომ ქართველ გულშემატკივარს ასე უყვარს ხვიჩა.

მიხარია ისიც, რომ ხვიჩამ ბევრს გაუხსნა გზა. დამიჯერეთ, ბევრი კარგი თაობა მოდის“, – ამბობს ბადრი კვარაცხელია.

„ბევრი გამოწვევა იყო, რასაც ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების მხარდაჭერით და სიყვარულით გავუმკლავდი.. მადლობა უფალს ყველაფრისთვის“ – ხვიჩა კვარაცხელია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g