საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, 2023 წელს ემოციურად ემშვიდობება და ყველას დამდეგს ულოცავს.
„დიდი მადლობა 2023 წელს სიყვარულისთვის, სიხარულისთვის, მიღწევებისა და გამარჯვებებისთვის. ბევრი გამოწვევა იყო, რასაც ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების მხარდაჭერით და სიყვარულით გავუმკლავდი.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის. დაე, 2024 წელს მოეტანოს თქვენთვის ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, კეთილდღეობა და ბევრი წარმატება!
გილოცავთ 2024 წელს“. – წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.