LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური, კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს, რა არ მოსულა“ – „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი ძაღლზე ძალადობის ფაქტზე 

194
ing (2)

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, ბადრი გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპრყობის საქმეზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 

როგორც გრიგალაშვილი წერს, „კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს, რა არ მოსულა“.

„რის საფუძველზე დააკავეს არ ვიცი – ვაფშე არანაირი მტკიცებულება არ არის“ – ძაღლზე მოძალადე კაცის ადვოკატი

„ძაღლზე მოძალადე კაცს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯესო უხარია ხალხს, რომელთა დიდ ნაწილსაც, მინიმუმ, ერთი ცხოველი ან ფრინველი მაინც აქვს შეჭმული ამ ახალ წლებზე.

თან ეს იმის ფონზე, როცა ადამიანზე მართლა მოძალადე ალტ-ინფოელები ხელშეუხებლად გადაადგილდებიან ქუჩებში.

პ.ს. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური. კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს, რა არ მოსულა“, – წერს ბადრი გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ძაღლზე მოძალადე კაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯესო უხარია ხალხს, რომელთა დიდ ნაწილსაც მინიმუმ ერთი ცხოველი ან…

Posted by Badri Grigalashvili on ოთხშაბათი, 10 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, პატრონის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ვიდეო თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. დანაშაული 1-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია“ – მარნეულში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

„დღეს თუ ცხოველს ასე აწამებ, ხვალ შეიძლება ადამიანიც ასე მარტივად მოკლა“ – ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს, 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც არის მხილებული

„ქათმები შეჭამა, ძროხაც დაკბინა, ჩემი შვილი ძალიან გამწარდა და ასე სცემა – ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია“ – ძაღლზე მოძალადე კაცის დედა

magti 5g