LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გეგმა იყო, რომ უნდა გადავეპარსე და ჩავექოლე“ – ნატა ფერაძემ უსაფრთხოების მიზნით, დროებით სახლი დატოვა

641
ing

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო, დროებით საცხოვრებელი სახლი დატოვა.

ნატა ფერაძის სახლთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს, მან „მთავარ არხთან“ აღნიშნა, რომ ალტ-ინფოს წარმომადგენლების და სახლთან შეკრებილი პირების გეგმა იყო, მისთვის თავი გადაეპარსათ და ჩაექოლათ:

„ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს.. აბსოლუტურად სხვა მუხლს იმსახურებს“ – კოკა მორგოშია 

„მანამ ასეთი გამწვავებულია სიტუაცია და „ალტ-ინფო“ და რუსული ოცნება ასეთ აგრესიას თესავენ, უმჯობესი იქნება, თუ არ გავაკეთებდით პროვოცირებას და მე და ჩემი შვილი უსაფრთხო ადგილას გადმოვედით, დროებით სახლი დავტოვეთ და სამომავლოდაც უსაფრთხოების ზომებს მივიღებთ.

თუმცა, ნუ, ვიფიქრეთ, რომ ეს არ არის შემთხვევა, როცა იქ უნდა ვითამაშოთ რაღაც ჰეროიკული ისინი, იმიტომ, რომ ეს ხალხი, ვინც ამოდიოდა, ჩემი მეგობარი ცხოვრობს ბელინსკის ქუჩის დასაწყისში და გეგმა იყო, რომ უნდა გადავეპარსე და ჩავექოლე. სამართალდამცველები რომ არა, გადამპარავდნენ და ჩამქოლავდნენ“, – თქვა ნატა ფერაძემ.

 

ნატა ფერაძემ საფრთხის გამო სახლი დატოვა

“სანამ გამწვავებულია სიტუაცია, უმჯობესია თუ არ გავაკეთებდით პროვოცირებას” | ნატა ფერაძემ საფრთხის გამო სახლი დატოვა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლისკენ მსვლელობით 10 იანვარს გაემართნენ. მსვლელობის მიზეზი სამების ეკლესიაში წმ.მატრონას ხატზე, რომელზედაც სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტი გახდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გაავრცელა.

საქართველოს საპატრიარქო – ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს

„ალტ-ინფოს“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მსვლელობით მივიდნენ – ფერაძეს შეძახილებით ემუქრებიან

„სამებაში მომხდარმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია“ – უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრებას გეგმავს

შსს ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციაზე – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი 

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი – ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g