LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიმერა დივიზიონის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები

44

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტური გუშინ ღამით გრანადა-ეიბარის შეხვედრით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 3:1 მოიგეს.

პირველივე ტურში ქულები დაკარგა მადრიდის “რეალმა”. მიუხედავად ამისა, სიმბოლურ გუნდში სამეფო კლუბის ორი ფეხბურთელი მოხვდა.
კატალონიის “ბარსელონამ” კი “ბილბაოში” რევანში აიღო და ბასკები 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ვერმალენი პირველად მოხვდა ლა ლიგის საუკეთესო თერთმეტეულში.

გთავაზობთ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებს:

მეკარე: ივან კუელარი („სპორტინგი“)

მცველები: დანილო („რეალი“), ტომას ვერმალენი, ხავიერ მასკერანო (ორივე „ბარსელონა“), დე ლა ბელია („სოსიედადი“)

ნახევარმცველები: ლეო მესი („ბარსელონა“), ფაბიან ორელიანა („სელტა“), ლუკა მოდრიჩი („რეალი“), კოკე („ატლეტიკო“)

თავდამსხმელები: იაგო ასპასი („სელტა“), რობერტო სოლდადო („ვილიარეალი”)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები