LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქნებ სხვებსაც მოუნდეთ იგივეს გაკეთება“ – ზურაბ ვენეცკის ინიციატივით, ნათლისღების დღესასწაულზე, დიდ დიღომში მდებარე საცხობიდან 600 პური უფასოდ დარიგდება

454
Untitled design (2)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, ზურაბ ვენეცკი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდ დიღომში მდებარე საცხობიდან „ბერძნული პური“, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, 600 პური უფასოდ დარიგდება.

„უბანში ასეთი აქციები სისტემატურად ტარდება. შობაზეც იყო და აღდგომაზეც მოეწყობა. იქნებ სხვებსაც მოუნდეთ იგივეს გაკეთება“, – განუცხადა „ფორტუნას“ ზურაბ ვენეცკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ მეგობარ თემო ყიასაშვილთან ერთად სხვადასხვა დღესასწაულზე, მსგავსი აქციებით შეჭირვებული ადამიანების დახმარებას ცდილობენ და სოციალურ ქსელში აქციის შესახებ ინფორმაციის ავრცელებენ.

ზურაბ ვენეცკი Facebook ჯგუფში „დიდი დიღომი“ საზოგადოებას მოუწოდებს, ვისაც სჭირდება აღნიშნული დახმარება, პეტრიწის 9 ნომერში მიბრძანდნენ.

„უბნელებო, ხვალ, ნათლისღებას, 11:00 საათიდან, პეტრიწის 9 ნომერში მდებარე „ბერძნული პურის“ საცხობიდან დარიგდება 600 უფასო პური! გთხოვთ მათ, ვისაც გჭირდებათ ასეთი დახმარება, მობრძანდეთ და აიღოთ სადღესასწაულო ნობათი. ხოლო მათ, ვისაც შეგვიძლია ყიდვა, შევინარჩუნოთ ღირსება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ნუ ავიღებთ სხვის კუთვნილს მხოლოდ იმიტომ, რომ მუქთაა. გელოდებით!

P.s. ხვალ ასევე ვაპირებთ დავეხმაროთ თავდადებულზე მდებარე ბავშვთა სახლსაც.თემო ელაპარაკა მენეჯერს, ვიცით რა სჭირდებათ და იგივე აქციის ფარგლებში ვუყიდით საჭირო პროდუქტებს. მსურველებს გთხოვთ წამოგვყვეთ და გაიცნოთ ჩვენი ახალი მეგობრები“, – წერს ზურაბ ვენეცკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g