LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაჩა ზვერაძეს“ რეალურ ცხოვრებაში გინება არ უყვარს: „ჩემი ავტომობილის დაზიანებას როლთან კავშირი არ აქვს…“

356
დავით დვალი

გაჩა ზვერაძის როლს „ჩემი ცოლის დაქალებში“ დავით დვალი ასრულებს. ჟურნალი „გზა“ მასთან ინტერვიუს გვთავაზობს. მსახიობი პასუხობს კითხვას, როგორი რეაქცია აქვს ნეგატიურ კომენტარებზე:

„ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია, მაყურებლამდე იმის მიტანა შევძელი, რაც ჩაფიქრებული იყო. მსახიობი და პერსონაჟი მაყურებლის ნაწილს გაიგივებული ჰყავს. ეს ადამიანის განვითარების დონზეა დამოკიდებული. ეს გაიგივებაც შეიძლება ორნაირად აიხსნას: თუ რაღაც არ გამოგივიდა, მაყურებელი აუცილებლად გაგმიჯნავს და იტყვის, მსახიობმა ცუდად ითამაშაო. მაგრამ არის მეორე მომენტიც, ზოგჯერ მაყურებელი პერსონაჟს და მსახიობს ვეღარ ასხვავებს ერთმანეთისგან, თამაში იმდენად ბუნებრივია. არასასიამოვნო ის არის, რა ფორმითაც გამოხატავენ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ. კომენტარებს რომ წერენ, იმ ადამიანებს ვთხოვ, რასაც ახლა ვიტყვი, გულისყურით წაიკითხონ. აღმოვაჩინე, რომ ზვერაძე ძალიან ბევრ ადამიანში ცხოვრობს. ადამიანები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში დიდი აგრესიით გამოირჩევიან, არაფრით განსხვავდებიან ჩემი პერსონაჟისგან. წერენ: “დავწვათ”, “თავი მოვაჭრათ” და ა.შ. გინებაზე აღარაფერს ვამბობ. ეს საშინელი ფორმაა. პერსონაჟი თუ ილანძღება, იგინება, შენში ნეგატიურ ემოციას ხომ აღძრავს? ის ამ როლით ადამიანის ამ ცუდ მხარეს გიჩვენებს, შენ მის მსგავსად არ უნდა მოიქცე. ზვერაძე მეტს რას აკეთებს? მას ძალაუფლება აქვს, აგრესიული კომენტარების ავტორები სხვა ნაპირზე, სხვა პოზიციაზე არიან, თორემ აუცილებლად ცუდ საქციელს ჩაიდენდნენ. როდესაც ადამიანში არის აგრესია და ამ აგრესიას ეძლევა თავისუფლება, ეს კარგის მომტანი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება. ძალიან ბევრი “ზვერაძე” დავინახე და ამან გული დამწყვიტა. დაფიქრდნენ, ზუსტად იმას განასახიერებენ, რასაც და ვისაც ებრძვიან; ზუსტად იმას აკეთებენ და აბა, რით განსხვავდებიან ზვერაძისგან?

ამ გაიგივებას უსიამოვნო ფაქტიც მოჰყვა. ითქვა, რომ ავტომობილი დაგიზიანეს.

ეს ამბავი გაირკვა, დაზიანება მოახდინა ადამიანმა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ახლა მკურნალობს. მას სხვა ამბებიც შეემთხვა. რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ამ შემთხვევას ჩემს როლთან კავშირი არ ჰქონია.

გადასაღები მოედნის ამბები მაინტერესებს. მაგალითად, ლუდის დასხმის სცენის გადაღებისას, რა ხდებოდა?

როგორც მახსოვს, 3 დუბლი გადავიღეთ. ჯეკოს როლის შემსრულებელი ძალიან კარგი, მოკრძალებული ბიჭია, როგორც ჩანს, ერიდებოდა და ამაზე ბევრი ვიხალისეთ. ვიწუწები, კარგად დამასხი-მეთქი, – ვეხვეწებოდი. აგრესიას ბოლომდე ვერ ავლენდა.

გადასაღებ მოედანზე ბილწსიტყვაობის გამო, მართლა ბოდიშებს იხდით?

ყოველთვის. ამ ბოლო დროს დამკვიდრდა ეს პრაქტიკა, ეთერში ცენზურის გარეშე გადის. ბილწსიტყვაობა ძალიან არ მიყვარს, ხანდახან შეიძლება ცუდი მეც წამომცდეს, მაგრამ იქ ერთი ქალბატონი მაინც თუ იმყოფება, გამორიცხულია, ცუდი ვთქვა. სხვა თუ ბილწსიტყვაობს, ვცდილობ გავაჩერო, ძალიან არ მსიამოვნებს. გამოხატვის ეს ფორმა მდაბიო ქცევა მგონია, ბოდიშს ამიტომაც ვიხდი.

როგორი იყო ახლობლების შეფასება? ადამიანებისგან, რომლებიც ყველაზე კარგად გიცნობენ, რა მოისმინეთ?

„ეს შენ არ ხარ”. ჩემი შვილები გაკვირვებულები იყვნენ, ამ პერსონაჟში ვერაფრით წარმომიდგინეს. დედა ამბობდა; ამდენი ცუდი სიტყვა, ამდენი ბილწსიტყვაობა რა საშინელებაა, ვაი, სირცხვილოო.

ინტერვიუ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g