LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ფილმი, რომელიც საყვარელ ადამიანთან კრიზისული ურთიერთობის დაძლევაში დაგეხმარებათ

76

ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რომანტიული ჟანრის ფილმების ნახვა სასიყვარულო ურთიერთობებზე დადებითად აისახება. როდესაც ფსიქოლოგებს ოჯახური წყვილები სტუმრობენ, რომელთაც ურთიერთობებში კრიზისი აქვთ, სპეციალისტები სწორედ ამ ხერხს მიმართავენ. რომანტიული შინაარსის მქონე ფილმის ყურებისას ადამიანში გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც მასში სიხარულს იწვევს და საყვარელ ადამიანთან სიახლოვის სურვილს აღუძრავს. გარდა ამისა, მელოდრამების ყურებისას წყვილებს შესაძლებლობა ეძლევათ გვერდიდან შეხედონ თავიანთ პრობლემებს და ურთიერთობების გადარჩენის საკუთარი გეგმა დასახონ.

 

მაშ ასე, თუ ურთიერთობებში კრიზისი გაქვთ და არ გსურთ საყვარელი ადამიანის დაკარგვა, გაითვალისწინეთ ფსიქოლოგების რჩევა, მოკალათდით მოხერხებულად საყვარელ ადამიანთან ერთად და უყურეთ სპეციალისტების მიერ შემოთავაზებულ მელოდრამებს.

 

როცა მამაკაცს უყვარს ქალი

ფილმი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, მათ გრძნობებზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და იმ წინააღმდეგობებზე, რომელთა გადალახვაც მათ ერთად უწევთ. ოჯახის იდილიას ორი მოზარდი ქალიშვილი არღვევს, რომლებიც ასაკიდან გამომდინარე ალკოჰოლს მიეძალნენ, შესაბამისად დედას მეგ რაიანს და მამას ენდი გარსიას, პრობლემების მოსაგვარებლად, ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.

 

 

გაზაფხულის იმედები

ფილმი მოგვითხროს წყვილზე, რომელიც 31 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ხვდებიან, რომ ურთიერთობა გაუფერულდა. მთავარი როლის შემსრულებელი მერილ სტრიპი, მიდის ოჯახის ფსიქოლოგთან და ურთიერთობების გადარჩენას ცდილობს. ფსიქოლოგი კი საკმაოდ ორიგინალურ რჩევებს აძლევს.

 

 

ისტორია ჩვენს შესახებ

ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც მიდის ფსიქოლოგიურ სეანსებზე იმისათვის, რომ ოჯახი დანგრევისაგან გადაარჩინოს. შესაბამისად ეს ფილმი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მელოდრამად ითვლება და ფსიქოლოგებმა მედიტაციის საუკეთესო საშუალებად აღიარეს. ფილმში მთავარ როლებს მიშელ პფაიფერი და ბრუს უილისი თამაშობენ. მელოდრამაში მოთხრობილი ისტორია იმდენად რეალური და ემოციურია, რომ მაყურებელი ფილმის დასასრულს, ძალიან ძნელად გამოდის შთაბეჭდილებებიდან.

 

 

უბის წიგნაკი

ფილმი, რომელმაც დაიპყრო კინომოყვარულთა გულები და კრიტიკოსების მიერ საუკეთესო ფილმად იქნა აღიარებული. ეს ფილმი თითოეული თქვენთაგანისთვის საყვარელი და ნაცნობია, შესაბამისად მისი სიუჟეტის დაწერით ალბათ თავს შეგაწყენთ. თუმცა გეტყვი იმას, რომ უბის წიგნაკი, ყველაზე წარმატებულ მელოდრამად ითვლება გამოსვლის დღიდან.

 

 

სიახლოვე

გარდა შესანიშნავი სიუჟეტისა, ფილმი მდიდარია ცნობილი სახეებითაც. მთავარ როლებს ასრულებენ ჯულია რობერტსი, კლაივ ოუენი, ნატალი პორტმანი და ჯუდ ლოუ. სიუჟეტი მოგვითხრობს ოთხი ახაგლაზრდა ადამიანის შესახებ, რომელებიც ვერ გარკვეულან საკუთარ გრძნობებში, რასაც დასასრულისკენ, მოულოდნელ შედეგამდე მივყავართ. ფსიქოლოგების ერთ-ერთი ფავორიტი საკულტო ფილმი, უკვე წლებია მოწინავე პოზიციებს იკავებს მელოდრამული ჟანრის ფილმებში.

 

 

წინა ღამეს ნიუ-ორკში

ფილმი ურთიერთობისგან დაღლილ წყვილზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთი ღამით დაშორებას გადაწყვეტენ. სიუჟეტში წამოწეულია ერთგულებისა და ღალატის თემა. ფსიქოლოგების ერთ-ერთი რჩეული ფილმი, რომელიც კირა ნაითლის გულშემატკივართათვის, საუკეთესო მელოდრამად ითვლება.