მომღერალი პაატა თედიაშვილი ძველი და ახალი თაობის განსხვავებების შესახებ გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს.
პაატა ამბობს, რომ ახალი თაობა ძველისგან განსხვავებით პარტნიორის ფინანსურ მდგომარეობას აღარ აქცევს ყურადღებას.
„ეს უკვე ძველმოდური საკითხია, დღესასწაულებზე ყვავილებით რომ დარბიან, რაღაც საჩუქრებით, დათუნია რომ უნდა უყიდოს – ეს უკვე სასაცილოა, ცხოვრება აღარაა ასეთი, გამოვედით რომანტიზმის ეპოქიდან დიდი ხანია, ცხოვრება უფრო პრაგმატულია, აჩქარდა.
საბედნიეროდ ახალგაზრდობაც მოდის ისეთი, რომ ძველი თაობისგან განსხვავებით, ახალგაზრდობა პარტნიორის ჯიბეში აღარ იყურება.
დღევანდელი ახალგაზრდობას კედები აცვია, ერთი დახეული ჯინსი, ბედნიერად სხედან, ეწევიან ერთად სიგარეტს, ჰყვებიან რაღაცებს და იმდენი საერთო აქვთ, რომ ეს უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე დავრბოდე სადღაც, ვეძებდე რაღაც საჩუქარს,“ – ამბობს პაატა თედიაშვილი.