LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აპირებს პაატა თედიაშვილი თავისუფლების მოედანზე გაშიშვლებას: „შესაბამისი რაკურსები იქნება დაჭერილი იმისთვის, რომ ტრაგიკულიც იყოს, ირონიულიც და საინტერესოც…“

302
პაატა თედიაშვილი

პაატა თედიაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონში მონაწილეობს.

მომღერალი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:

„შოუში ყველა მონაწილეს თავისი დანიშნულება აქვს. მე მაქვს პროვოკაციული ჩანაფიქრები სიმღერის თვალსაზრისით და თუ საშუალება მომეცა, განვახორციელებ. ამ სიმღერას „მონოგამი“ ჰქვია და ისიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემას უკავშირდება. ჩვენს საზოგადოებაში ადამიანს ხშირად ავალდებულებენ ერთგულებას, მაგრამ ეს ერთგულება მისი მეორე ნახევრისთვის ძალიან იაფია. ხშირად მონოგამიაში მცხოვრები ადამიანი მსხვერპლია. მას აჯერებენ, რომ ის უნდა იყოს ერთგული. ამ სიმღერაში ჩანს ადამიანი, რომელიც დაიღალა ამ ერთგულებით და ერთ მშვენიერ დღეს პროტესტს გამოთქვამს.

დიდი ხანია, დაგეგმილი მაქვს პროვოკაცია, რომელიც თავისუფლების მოედანს უკავშირდება… ჩემი პროვოკაცია, სიშიშვლის სახით, ძალიან საინტერესო იქნება. მართლა შიშველი კი არ დავიწყებ ქუჩაში ტანტალს ყველას დასანახად, ეს სიშიშვლე ესთეტიკურად შეიფუთება, შესაბამისი რაკურსები იქნება დაჭერილი იმისთვის, რომ ტრაგიკულიც იყოს, ირონიულიც და საინტერესოც…“

პაატა თედიაშვილის შიშველი ფოტოს ნახვის შემდეგ დედამისმა იტირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები