LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სონღულაშვილმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

126
12

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ბრიუსელში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია ოთხ სხვადასხვა სესიას მოიცავდა. მეორე სესია, რომელშიც დავით სონღულაშვილმა მიიღო მონაწილეობა, ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გავლენებს და სწავლებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

​კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მიზანი იმ შესაძლებლობების განხილვა იყო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და ისეთ ინდუსტრიებს აკავშირებს ერთმანეთთან, როგორიცაა შემოქმედება და კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, საჯარო მმართველობა და ა.შ.

​კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი.

mazda magti 5g