LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად დაველაპარაკები სააკაშვილის შეწყალებაზე

176
Capture

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტში, წლიური მოხსენების წარდგენისას ოპოზიციას მომავლის ქარტიის – ერთობის პლატფორმა ევროპისთვის შექმნა შესთავაზა.

“ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი [პრეზიდენტის ინიციატივა]. დღეს გაერთიანებები წარმოშობს შესაძლებლობას, მაგრამ ასევე განაწყობს საზოგადოებას, რომ იმოქმედოს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ადამიანები ნიჰილისტურ განწყობებში არჩევნებზე უბრალოდ არ მივლენ. მათ სჭირდებათ ძალის გამოსხივება და იმედის ჩასახვა და ამას სჭირდება გაერთიანება. […] ნებისმიერ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები. ეგ არის გამორიცხული, რომ ეს თემა არ იყოს განხილვის საგანი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g