ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერის წყვილი უდავოდ 2024 წლის მთავარი ,,აღმოჩენაა”. მედიაში წერენ, რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჰოლივუდური წყვილია.
ვალენტინობის დღის შემდეგ უკვე რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ბრედლისა და ჯიჯის ფოტოები სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 49 წლის ბრედლი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც მსახიობი გულის სწორთან ამ დღის აღსანიშნავად მიემართებოდა.
ამ დღეს ბრედლი მწვანე სპორტულ შარვალსა და ტყავის ქურთუკში იყო გამოწყობილი. ინსაიდერების ცნობით, მან მთელი ღამე ჰადიდის სახლში გაატარა.
აგრეთვე ვრცელდება ცნობები, რომ კუპერმა ჯიჯი ჰადიდის ფერმის გვერდით სახლი იყიდა, ამის შესახებ დასავლური მედია წერს. როგორც ჩანს, საქმე მართლაც სერიოზულადაა და წყვილი უკვე ერთობლივ მომავალზეც ფიქრობს.
ძალიან ბედნიერები – ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი მანჰეტენზე მორიგი სეირნობის დროს გადაიღეს
ვარსკვლავური წყვილი – ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ხელიხელჩაკიდებულები გადაიღეს