LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე დახეული ჯინსებითაც შინაგანად ანაფორა მაცვია, მაგრამ სხვები ანაფორითაც შიშვლები არიან“ – მამა პეტრე კოლხი

294
Untitled design (42)

„ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას, მთელი ცხოვრება ჩაგრულის მხარეს ვიდექი. დღეს, განსაკუთრებით ახლა, ყველაზე მეტად მკლავს უსამართლობის და შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა“. – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით მორიგ ფეისბუკპოსტს ავრცელებს. 

დეკანოზი პეტრე კოლხი: „მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახსაც“

„რა გინდოდათ, რას მერჩოდით… ვეგდე ყველასგან მიტოვებულ, მივიწყებულ და გაუბედურებულ ტაძარში, თქვენგან კიდევ უფრო მეტად გაუბედურებულ ადამიანებთან…
არც ქალაქის ცენტრში მსახურების და ძალაუფლების მოპოვების ამბიცია მქონია, პირიქით, წირვა მიყვარს ჩუმად, ჩემთვის, მხოლოდ ღმერთის გასაგონად.

მხოლოდ წირვას ვერ ველეოდი, მის გარეშე, ვფიქრობ გამიჭირდებოდა ყოფნა, თორემ გადაწყვეტილებას აქამდე ათასჯეე მივიღებდი…

თურმე პეტრეს ჩაცმა, სათვალე და სტატუსებია პრობლემა… ჰმ… რჯულის კანონიც ზეპირად ვიცი, სამართალიც, კონსტიტუციაც, სახარებაც და ისიც ვიცი, რა არის დღევანდელი საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა…

ვერ შევეგუები ფარისევლობას, სიყალბეს, სიშტერეს და იდიოტიზმს…
რამენაირად შემეძლო მეც ვყოფილიყავი ყალბი, კანტის ფილოსოფია თუ ვისწავლე, სიყალბეს კიდევ უფრო ადვილად ავითვისებდი, მაგრამ ვერ გავუძლებდი, შინაგანი კონსტიტუცია ამის უფლებას არ მომცემდა…
მე დახეული ჯინსებითაც შინაგანად ანაფორა მაცვია, მაგრამ სხვები ანაფორითაც შიშვლები არიან…
თუმცა, არასდროს არავინ გამილანძღავს, არავის გინება და შეურაცხყოფა წამოსულა ჩემი პირიდან…

ისინი კი არასდროს ჩერდებოდნენ, ზოგიერთ ტვინგამორეცხილსაც აჯერებდნენ, რომ მე მტერი ვარ…
ჰოდა, მტრობა სინამდვილეში რა არის, მე ვიცი და სხვებიც გაიგებენ“.- წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

„მისმინეთ” რამდენიც გინდათ… ყველა ზარის განხორციელებისას ლექსებს წაგიკითხავთ, სახარებასაც, ოთხივე თავი ზეპირად ვიცი, ფსალმუნებსაც, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომელიმე გაიგოთ…“ – რაზე წერს პეტრე კოლხი

„ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს.. სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს“ – რას წერს პეტრე კოლხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g