LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისმინეთ” რამდენიც გინდათ… ყველა ზარის განხორციელებისას ლექსებს წაგიკითხავთ, სახარებასაც, ოთხივე თავი ზეპირად ვიცი, ფსალმუნებსაც, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომელიმე გაიგოთ…“ – რაზე წერს პეტრე კოლხი

149
petre-kolkhi_w_h

„ქვეყნის და ეკლესიის მტერი არასდროს ვყოფილვარ, არც მომავალში ვიქნები, მაგრამ ისეთი მიამიტი გგონივართ, რომ თქვენი ეს პრიმიტიული ხრიკები არ ვიცი?!“ – ამის შესახებ სასულიერო პირი, პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის არაფერს განსხვავებულს არ ამბობს ტელეფონზე საუბრისას, რასაც სოციალურ ქსელში არ წერს. 

,,მისმინეთ” რამდენიც გინდათ, იმაზე მეტს ტელეფონზე არ ვსაუბრობ, რასაც სოციალურ ქსელში ვწერ… ქვეყნის და ეკლესიის მტერი არასდროს ვყოფილვარ, არც მომავალში ვიქნები, მაგრამ ისეთი მიამიტი გგონივართ, რომ თქვენი ეს პრიმიტიული ხრიკები არ ვიცი?!

ყველა ზარის განხორციელებისას ლექსებს წაგიკითხავთ, სახარებასაც, ოთხივე თავი ზეპირად ვიცი, ფსალმუნებსაც, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომელიმე გაიგოთ… თუმცა განაგრძეთ მოსმენა, იქნებ ტვინი გაგეხსნათ, ოღონდ რაც არ გაქვთ, ის როგორ გაიხსნება!..“, – წერს პეტრე კოლხი ფეისბუქში.

დეკანოზი პეტრე კოლხი: „მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახსაც“

„ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს.. სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს“ – რას წერს პეტრე კოლხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები