LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დიდი ბრძოლა არის, რომ არ ვიყო ეკლესიაში.. უამრავი გამოწვევების წინაშე ვდგავარ“ – მამა პეტრე კოლხი

244
პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობდა, სადაც ამ ეტაპზე, მის ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებზე და საკუთარ ფიქრებზე ისაუბრა.

მამა პეტრე კოლხი აცხადებს, რომ „დიდი ფსიქოლოგიური ბრძოლების წინაშეა, რომლის მთავარი ბრძოლის ველი მისი გულია“.

„ჩემი დიდი ბრძოლა არის, რომ არ ვიყო ეკლესიაში. შინაგანად მაქვს ბრძოლა, რადგან უამრავი გამოწვევების წინაშე ვდგავარ, უამრავი შემოთავაზებები მაქვს.

არის ეს საცდური, რომ შენ უნდა იყო იქ.. მეორე პეტრე, რომელიც პატარაა და ოდნავი თავმდაბლობით გამოირჩევა ამბობს, რომ არა პეტრე, დაითმინე დარჩი, ყველგან გაგიჭირდება წირვის, იესოს, ღვთისმსახურების გარეშე.. ბოლომდე დაითმინე და აიტანე. დიდი ფსიქოლოგიური ბრძოლებია, რომლის მთავარი ველიც ჩემი გულია.

მე იესოსთან კი არ ვარ ეჭვებში, საკუთარი თავის გადაწყვეტილებების მიღების.. ჩემთვის ის კი არ არის მთავარი გინდა თუ არა ანაფორით ვიშრიალო, არა. ჩემთვის მთავარია სწორად ვიყო იესოსთან. სადაც ვარ იქ უნდა ვიყო სწორად.

როდესაც ადამიანი არასწორად ირჩევს პროფესიას, არასწორად ირჩევს ადამიანს და ბევრ რამეს ცხოვრებაში, მერე იმას შფოთი და ქაოსი აქვს. ვერ ლაგდება, ვერ წყნარდება, ვერ მშვიდდება, მუდმივად წინააღმდეგობაშია და ეს ყველაფერში გეტყობა“, – ამბობს პეტრე კოლხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები