LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ გიკვირთ, რომ ახალგაზრდები ეკლესიაში არ დადიან, ის უფრო გაგიკვირდეთ,  ვინც ჯერ კიდევ დადის…“ – პეტრე კოლხი

486
BeFunky-collage (1)

„ნუ ლანძღავთ ახალგაზრდებს, ნუ გამოგყავთ ეშმაკის მოციქულები, ნუ უწუნებთ ცხოვრების წესს და აზროვნებას. ნუ გიკვირთ, რომ ისინი ეკლესიაში არ დადიან, ის უფრო გაგიკვირდეთ,  ვინც ჯერ კიდევ დადის..“ – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და აღნიშნავს, რომ „ეკლესია არ უნდა იყოს თანამდებობებზე, ჯილდოებზე, პატარა ამბიციებზე გაგიჟებული ხალხის თავშესაფარი“

„როცა განათლებულ, ინტელექტუალ, წიგნიერ და მოაზროვნე ადამიანებს დევნას დაუწყებ, ბნელების, ფარისევლების და გახრწნილების საამებლად, ცხადია, ახალი თაობა ზურგს შეგაქცევს… მათ არ აინტერესებთ, როგორ ქადაგებთ, ისინი უყურებენ საქციელებს და მაგალითებით მეტს სწავლობენ…

ეკლესია არ უნდა იყოს თანამდებობებზე, ჯილდოებზე, პატარა ამბიციებზე გაგიჟებული ხალხის თავშესაფარი…

ვისაც ახალგაზრდები ენა კარგად ესმის, ისინი გარიყეთ და მოიძულეთ, ვინც ახალგაზრდებს შეპყრობილებს უწოდებს, გვერდზე ამოიყენეთ…

იესოს მაინც მოვუსმინოთ-,,მოუშვით ბავშვები ჩემთან”!…

სწორედ ამ ახალგაზრდებია გამო ვიკავებდი თავს წლების მანძილზე, რომ არ გადამედგა რადიკალური ნაბიჯები… ჩემი ექვსი შვილის უკან ექვსიათასი მათნაირი დგას და ვიცი, რა არის მათი ტკივილი, სიხარული… ისინი დადიან იქ, სადაც ნეტ სითბოს და სიყვარულს გრძნობენ…

სადაც მრისხანე თვალებით დახვდებიან, სადაც პირადობის მოწმობის ,,კურთხევას” არ მისცემენ, მეორედ მოსვლის შიშით, იქ არც უნდა მივიდნენ!…

ღმერთი კი უსამართლოდ გარიყული ადამიანების გვერდით არის!..“, – წერს დეკანოზი.

დეკანოზი პეტრე კოლხი: „მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახსაც“

„მისმინეთ” რამდენიც გინდათ… ყველა ზარის განხორციელებისას ლექსებს წაგიკითხავთ, სახარებასაც, ოთხივე თავი ზეპირად ვიცი, ფსალმუნებსაც, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომელიმე გაიგოთ…“ – რაზე წერს პეტრე კოლხი

„ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს.. სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს“ – რას წერს პეტრე კოლხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები