18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. ბრწყინავლე გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია საკუთარ სოციალურ ქსელში მისი ოჯახის ყველა გულშემატკივარს საჯაროდ მადლობას უხდის და საერთო კადრებს გვიზიარებს.
ვინ არის ილია თოფურიას რჩეული ?
„ცხოვრება ერთგვარი ატრაქციონია. მაღალი სიჩქარე, მომთხოვნი მოლოდინები და შრომისმოყვარეობა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი სიყვარულზე, ოჯახსა და ასეთ მომენტებზე დადის, რაც ამად ღირს..
დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის. ყველაფერი, რაც ფიქრით იყო შთაგონებული, რეალობაა!“
ცნობისთვის, წინა ურთიერთობიდან სპორტსმენს უკვე ჰყავს ვაჟი და მალე ორი შვილის მამა იქნება.
ვიდეო: გოგო თუ ბიჭი? – ილია თოფურია მალე მამა გახდება