LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლები მიზანმიმართულად აფინანსებენ შვილის თამაშს, ფიქრობენ, რომ ამ გარემოში უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.. თვლიან, რომ მათ შვილებს უფრო იღბლიანი ხელი ექნებათ“ – UNICEF-ის ექსპერტი კვლევის შედეგებზე საუბრობს

185
Untitled design

UNICEF-ის ექსპერტმა, აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ, რომელმაც 26 თებერვალს, განათლების კომიტეტის სხდომაზე მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებული საპარლამენტო მოკვლევის შედეგები წარადგინა, ანგარიშის დეტალებზე დღეს, „პალიტრანიუსის“ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც გუგა ბესელიამ აღნიშნა, „კვლევის მანძილზე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მშობლები მიზანმიმართულად, თავად აფინანსებენ საკუთარი შვილის თამაშს“.

„მშობლები ფიქრობენ, რომ ამ გარემოში უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს – როცა მათი შვილი სახლშია და თამაშობს პოკერს ან სხვა აზარტულ თამაშს, ვიდრე თანატოლების გარემოცვაში ითამაშოს ფეხბურთი ან სხვა აქტივობაში იყოს ჩართული. გარეთ ყოფნაში უფრო მეტ პრობლემას ხედავს, ვიდრე ამ ქმედებაში.

არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც თამაშდამოკიდებული მშობლები შვილებთან თანდასწრებით ახდენენ გემბლინგთან ურთიერთობას, არის დაფიქსირებული არაერთი შემთხვევა, როდესაც მშობლები თავად ათამაშებენ შვილებს იმ მოტივით, რომ თვლიან, მათ შვილებს უფრო იღბლიანი ხელი ექნებათ და სლოტს ატრიალებინებენ“, – თქვა UNICEF-ის ექსპერტმა გუგა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g