LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ შემთხვევაში თუ დიდი ამნისტია გამოცხადდება, სასჯელაღსრულებას 5 000 პატიმარი დატოვებს“ – იაგო ხვიჩია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

306
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩი“ მარიხუანას რეალიზატორების ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. პროექტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია და მას მხარს „ლელოსა“ და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ გარდა, ყველა პარტია უჭერს.

„გირჩის“ მომზადებული კანონპროექტით ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით გაუშვეს. 

ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო  დანაშაულისთვის დაკავებულებსაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ხატია დეკანოიძე.

„ერთადერთი თხოვნა მექნება.. შეწყალებით რამდენიმე ადამიანს ცხოვრება გაუმარტივოს, ამდენი წელი იყო ქვეყნის პრეზიდენტი და მიდის ისე, რომ არაფერი გაუკეთებია“ – ხვიჩია

იაგო ხვიჩიას ინიციატივის მიხედვით, ციხის კარი დაახლოებით 5 000 პატიმრისთვის გაიღება. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ყველა პატიმარს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდება.  

ხვიჩია მიიჩნევს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს სამოხელეო დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებსაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დიდი ამნისტია გამოცხადდება და სასჯელაღსრულებას 5 000 პატიმარი დატოვებს, შესაძლოა, მათ ხმები გადამწყვეტ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ. 

„ჩემი აზრით, პრემიერი კობახიძე მართალია და ჩვენ მაქსიმუმ 5 500 პატიმარი უნდა გვყავდეს. ჩემი აზრით (ხმები) გადანაწილდება, თუმცა ვინც ყველაზე მეტ წვლილს შეიტანს ამ საქმეში და ამ კანონს ყველაზე მეტი ოდენობით დაუჭერს მხარს, ყველაზე მეტ ხმას ის იმსახურებს და თუ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს დაე, მიიღოს ამ ხმების უმრავლესობა“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g