ყოვეწლიური კონკურსის ”წლის ავტომობილის” ორგანიზატორებმა 6 ფინალისტი გამოავლინეს. ამერიკაში მსგავსი გამოკითხვა უკვე ოცდამესამედ ტარდება. North American Car and Truck / Utility of the Year საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია. 6 ფინალისტს შორის გამარჯვებული 2016 წლის იანვარში, დეტროიტის ავტოშოუზე გამოვლინდება.
მსუბუქი ავტომობილის კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ Chevrolet Malibu, Honda Civic და Mazda MX-5. ამ უკანასკნელმა იაპონიაში წლის ავტომობილის ტიტული უკვე მოიგო. რაც შეეხება წლის ჯიპის ტიპის ავტომობილს, ამ წოდებისთვის იბრძოლებენ Honda Pilot, Nissan Titan XD და Volvo XC90.
ხმის მიცემა 4 იანვრიდან დაიწყება და 11 იანვრამდე გაგრძელდება. ხოლო გამარჯვებული 11 იანვარს, დეტროიტის ავტოშოუზე გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, წლის ავტომობილის ტიტული მსუბუქ ავტომობილებს შორის Volkswagen Golf-მა მოიპოვა, ხოლო Ford F-150 წლის ჯიპი გახდა.
Chevrolet Malibu
Honda Civic
Mazda MX-5
Honda Pilot
Nissan Titan XD
Volvo XC90