გაშვილებული ტყუპი დები, ანო და თაკო სართანიები გადაცემის ,,ნოესთან” სტუმრები არიან, რომლის ეთერშიც თავიანთ ისტორიას ჰყვებიან.
როგორც თაკო სართანია აღნიშნავს, დედისთვის ყველაფერს გააკეთებს, რათა აჩვენოს, რომ მისი გაჩენა შეცდომა არ ყოფილა.
„მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვიქნები მე, მეცნიერი თუ რეჟისორი, მუსიკოსი თუ დამლაგებელი. ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, ის ნაბიჯი, რომ მე შენს ცხოვრებაში შემოვედი, არ იყო შეცდომა.
ვიცი, რომ ეგრე ფიქრობს, თავისი ცუდი თვისების გამო არა, ოჯახისთვის დესტრუქცია და სრული ქაოსი აღმოვჩნდი. ძიების პროცესი საშინელება იყო, ერთი წელი გაჩერებული ვიყავით, 100% ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ხალხი ამას ვერ გაიგებდა“- ამბობს თაკო სართანია.
ვიდეო: „ჩვენამდე მოვიდა ამბავი, რომ ბიოლოგიურმა დედამ იცის ჩვენს შესახებ” – გაშვილებული ტყუპი დები
ვიდეო: გაშვილებული ტყუპების დაუჯერებელი ამბავი – როგორ იპოვეს დებმა ერთმანეთი
