გაშვილებული ტყუპი დები, რომლებმაც ერთმანეთი სოციალურ ქსელში იპოვეს ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში საერთო შიშებისა და სიზმრების შესახებ საუბრობენ.
როგორც ერთ-ერთი ტყუპი და, ანო საუბრობს ყოველთვის ჰქონდა შეგრძნება, რომ ვიღაც უყურებდა.
მისი თქმით, ესიზმრებოდა პატარა გოგო, რომელიც სკოლის ამბებს ეკითხებოდა.
“მეგონა, რომ ვიღაც მიყურებდა. მესიზმრებოდა პატარა გოგო, რომელიც მეკითხებოდა დღეს რა ქენი, სკოლაში რა მოხდა. მარტო ვერ ვიძინებდი, მეგონა, რომ უკან ვიღაც იდგა და მელაპარაკებოდა. ვერ შევდიოდი შენობაში მარტო, რადგან მეგონა, რომ იქ ვიღაც დამხვდებოდა”, – საუბრობს ანო.
თითქმის იგივეს ამბობს, მეორე ტყუპი და თაკო, რომელიც აღნიშნავს, რომ ხედავდა ბავშვს, რომელსაც ზუსტად მისნაირი სახე ჰქონდა, თუმცა შავებში იყო ჩაცმული.
“მე სიბნელის მეშინოდა და არა მხოლოდ. მარტოობისაც მეშინოდა და ოთახში ვიღაც უნდა ყოფილიყო. მქონდა შეგრძნება, რომ ვიღაც მიყურებდა და მაკვირდებოდა. ვხედავდი ბავშვს, რომელსაც ჩემნაირი სახე ჰქონდა, მაგრამ შავებში იყო ჩაცმული. მისი პიროვნება ჩემი ხასიათის მიხედვით იცვლებოდა. ეს ადამიანი ჩემი ფარი იყო”, – საუბრობს თაკო.
ამავე თემაზე:
ვიდეო: გაშვილებული ტყუპების დაუჯერებელი ამბავი – როგორ იპოვეს დებმა ერთმანეთი
