პაატა თედიაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, როგორ უვლის დედას, რომელიც ავადმყოფობს.
ბოლოს როდის იტირეთ?
ცოტა ხნის წინ ვიტირე. ახლა დედა ცოტა ავადმყოფობს და ძალიან განვიცდი ამას. ათი წელია, უკვე მისი მეურვე ვარ და ძალიან მივეჯაჭვეთ ერთმანეთს. მუდმივად ჩართული ვარ მისი მოვლის, კვების თუ სხვა საჭირო საკითხებში.
ეს ბიჭებს უჭირთ…
მარტივი არ არის, თუმცა ექიმი თერაპევტი ვარ და ავადმყოფის მოვლაც ნასწავლი მაქვს. ვმუშაობდი სასწრაფოში და დიდი გამოცდილება მივიღე. ამის გარეშეც, მე და დედაჩემი ასე ვცხოვრობთ – ერთმანეთს ვუვლით…“