LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე გალდავამ IMF-ისა და სომხეთის ცენტრალური ბანკის რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

126
ფორუმი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სომხეთის ქალაქ დილიჟანში გამართული სამდღიანი ფორუმი ცენტრალური ბანკის მმართველობას მიეძღვნა.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ცენტრალური ბანკის საბჭოს როლი ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად, ბანკის სტრუქტურა და მუშაობის მეთოდები, ხარისხიანი მმართველობის საკვანძო ფაქტორები, მათ შორის, აუდიტის კომიტეტი, საკანონმდებლო ჩარჩო და საბჭოს სამდივნოები.

ფორუმმა 20-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს მოუყარა თავი.