LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუცა კაპანაძე: „ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ ოჯახი შემექმნა და საკუთარი შვილი მყოლოდა. ძალიან ვნანობ, რომ შვილი არ მყავს…“

366
ცუცა კაპანაძე

ცუცა კაპანაძე პასუხობს ჟურნალ „თბილისელებს“ კითხვაზე, რას მიიჩნევს ცხოვრების ყველაზე არასწორ საქციელად.

ცუცა კაპანაძე:

„ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ ოჯახი შემექმნა და საკუთარი შვილი მყოლოდა. ვფიქრობ, რომ ყველა მანდილოსანი უნდა იყოს დედა. მეც მეუბნებოდნენ და დღეს ეს ძალიან ხშირად ხდება, შვილი შეგიძლია, აიყვანო, გააჩინო კიდეც, უამრავი გზა არსებობს ამისთვის, მაგრამ ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია ასეთი რამ. შეიძლება, ეს ცუდად გამიგონ, მაგრამ მე მხოლოდ ჩემს თავზე ვსაუბრობ, მე ამას ვერ გავბედავდი, მარტო ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი. თუმცა, ძალიან ვნანობ, რომ შვილი არ მყავს. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი ძმისშვილები მყავს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. არ მეშინია ჩემი სიბერის. ჯერ ისეთი ენერგიული ვარ, სიბერეზე არც ვფიქრობ. 62 წლის გავხდი და ამ ასაკში ნოე სულაბერიძემ პროექტ „კუნძულით“ ქართულ ტელესივრცეში დამაბრუნა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. ვცდილობდი, ჩვენს ნიჭიერ და ენერგიულ ახალგაზრდებს არ ჩამოვრჩენოდი და ნახევარფინალამდეც გავედი (იცინის“).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g