LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვიდა ოფისში გასა****ებლად, თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, მისი მოქნეული ხელი მომხვდა – ეს ყველაფერი „ოცნებისა“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდითაა გამოწვეული“ – იაგო ხვიჩია

366
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის ოფისში ერთი ადამიანი მივიდა და თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც, მისი ხელი მოხვდა.

კლინიკის დატოვების შემდეგ, ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისა“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდითაა გამოწვეული.

„ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში.

ახლა მეორე ძმამ მამა შალვას და ამისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ, მისი ძმა მოვიდა ოფისში გასატრაკებლად, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და მისი მოქნეული ხელი მოხვდა.

მერე საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა რომ დაიჭირონ, იმიტომ, რომ კიდევ მყავს საცემი ერთხელ. არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან”. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g