LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევებით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით საქართველო რუსეთის შემდეგ პირველ ადგილზეა

33

24 დეკემბერს „ავტორადიოს“ პირდაპირ ეთერში სტუმრად შსს-ს მინისტრის მოადგილე ბატონი შალვა ხუციშვილი იმყოფებოდა, რომელმაც საგზაო უსაფრთხოების კანონპროექტის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც ბატონი შალვა აცხადებს, კანონპროექტი შემუშავდა იმისთვის, რომ შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი, რომელმაც საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. მისი ინფორმაციით ყოველწლიურად ავარიის შედეგად 500-600 ადამიანი იღუპება. ამ მონაცემებით საქართველო რეგიონში რუსეთის შემდეგ პირველ ადგილზეა, რაც ძალიან სამწუხაროა. ამის მიზად კი შსს-ს მინისტრის მოადგილე ძირითადად არასწორ მანევრირებას, არაფხიზელმდგომარეობაში ავტომობილის მართვასა და სიჩქარის გადაჭარბებას ასახელებს.

თუმცა, შსს-ს იმედი აქვს, რომ ახალი რეგულაციების შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება, რაც განპირობებული იქნება იმით, რომ მოქალაქეებში ამაღლდება პასუხისმგებლობის შეგრძნება, რაც თავისთავად გამოიწვევს სიტუაციის დარეგულირებას. „ 6 თვის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ მოსახლეობას გაუმჯობესებული სტატისტიკა წარვუდგინოთ“ – აცხადებს შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი.