LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვიცით ბრძოლა – ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს“ – ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

240
ნიკა მელია და ნიკა გვარამია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი და თავმჯდომარე, ნიკა მელია „მთავარი არხსის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან გაერთიანდა.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა სახელწოდებით „ახალი“ 4 ნომრით იასპარეზებს.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, როგორც მან ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციაზე აღნიშნა, „ახალი“ საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის იბრძვის:

„ჩვენ ვართ ერთად, ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.

ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ თქვენთან ერთად”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიება არის გადაწყვეტილება, რომ დაიწყონ ერთად, სიახლით. მანვე აღნიშნა, რომ ის გამარჯვების სანაცვლოდ „ნებისმიერი რამის“ დასათმობად მზადაა.

„დავიწყოთ შემდეგი გაერთიანებების სურვილით, მე დიდი გაერთიანებების გულმხურვალე მომხრე ვარ.“ – დაამატა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g